2025 წლის 10 სექტემბერს 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი გამართავს საორიენტაციო შეხვედრას საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველსემესტრელ სტუდენტებთან.
შეხვედრა გაიმართება თსუ-ის II აკადემიური კორპუსის ფიზიკის დიდ აუდიტორიაში (აუდიტორია №211).
შეხვედრას დაესწრებიან იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და პროგრამის ხელმძღვანელი, ასევე პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები.
საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში პირველკურსელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სასწავლო პროცესის, პროგრამის სტრუქტურისა და სტუდენტური სერვისების შესახებ. ასევე გაეცნობიან ინფორმაციას როგორ დაგეგმონ სასწავლო სემესტრი და რა ფორმით ჩატარდება ინგლისურ ენაში ტესტირება.
იურიდიული ფაკულტეტი და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი გილოცავთ აკადემიური სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებას!